Tuesday, November 22, 2016

1.  პროექტის  სახელწოდება:   მთაწმინდა


2. პროექტის  აქტუალობა:მოსწავლეებს  შეექმნებათ  სრულყოფილი  წარმოდგენა მთაწმინდის  პანთეონში დაკრძალული  საზოგადო  მოღვაწეების  შესახებ.


3. პროექტის  მიზნები: ახალი  იდეების  განვითარება,  განხორციელება და  სხვებისთვის გაზიარება.  საღი  მსჯელობა  და  აზრის  ნათლად  გადმოცემა. ინფორმაციის  მოპოვება,  კრიტიკულად  შეფასება,  ზუსტად  და   შემოქმედებითად  გამოყენება  მოცემულ საკითხთან    დაკავშირებით.  ტექნოლოგიების  გამოყენება, როგორც ინფორმაციის  კვლევის, ორგანიზების და კომუნიკაციის  საშუალება.


4. მონაწილეთა ასაკი: VII კლასი


5. ვადები,  ხანგრძლივობა: ერთი  თვე


6. მოსალოდნელი  შედეგები: მოძიებული  ინფორმაციის საფუძველზე  მოსწავლეები  გააკეთებენ  სლაიდ-შოუს და დაამზადებენ პოსტერს.


7. პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი რესურსები:  ინტერნეტი,  კომპიუტერი, პროექტორი, ფოტოაპარატი, მარკერები.


8. პროექტის  მსვლელობა: მოსწავლეებს  მიზნობრივად  გავანაწილებ  მცირე  საპროექტო ჯგუფებში და გავუნაწილებ თემებს. 1. ისტორიკოსები - შეისწავლიან ადგილის  ისტორიასა  და  მის  როლს. 2. გეოგრაფები  -   განსაზღვრავენ ადგილის  გეოგრაფიულ მდებარეობას.3. ხელოვნებათმცოდნეები  - მოიძიებენ  ინფორმაციას  პანთეონში  დაკრძალული  მსახიობების,  მხატვრებისა  თუ  სხვა ხელოვანთა  შესახებ.         4.ლიტერატორები  -   გაეცნობიან თუ  რომელი მწერლისა და  პოეტის  შემოქმედებაში ჰპოვა  ასახვა მთაწმინდამ, რომელი  შემოქმედების  ნიმუშებია  მასზე  შექმნილი.შემდეგ  მოვაწყობ  ექსკურსიას  მთაწმინდის  პანთეონში ,  რათა  უკეთესად  შეძლონ მოძიებული  მასალის  აღქმა  და  გააზრება  მოსწავლეებმა.  საბოლოოდ  თითოეული ჯგუფი   პრეზენტაციით  წარდგება  კლასის  წინაშე.


9. საგნებთან ,  საგნობრივ  ჯგუფებთან, ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი:
   ისტორია,  გეოგრაფია,  ხელოვნება, ლიტერატურა,  ისტ.


10. პროექტის  ხელმძღვანელი: ნინო  ხუციშვილი


11. ხელმძღვანელის   ელ-ფოსტა: ninoxucishvili44@gmail.com